„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სამი პირი: 1971 წელს დაბადებული ე.მ., 1987 წელს დაბადებული ს.მ. და 1976 წელს დაკავებული ზ.ქ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, ზ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ დაკავებულების მიერ გაყიდული 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 9 შეკვრად დაფასოებული ე.წ. "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.