ოდესის ოლქის გუბერანტორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" განახლებას საჭიროებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტებში" განაცხადა:
"მთლიანად უნდა მოხდეს განახლება "ნაციონალური მოძრაობის", ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ნიშნავს ახალ ენერგიას, ახალ იდეებს, ახალ ხალხს, სახეებს არა, ხალხს. საქართველოს ჭირდება ახალი დრაივი. დაღლილები ვიყავით მოძრაობით, სირბილით. ყველა კუნთი მოძრაობდა, საქართველოში იყო 8 წელი დრაივი, მიუხედავად იმისა, ხან ვინ მოგვდევდა და ხან ვინ გველეშაპის სახით. დავიღალეთ და ამ დროს იხელთა ხელი და გადაგვათრია ჭაობში. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გაგვწირავს ღმერთი. ", - განაცხადა სააკაშვილმა.