საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის წევრი პარტიების ცალ-ცალკე მონაწილეობას მიესალმება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი. ლევან მამალაძის თქმით, უფრო სწორი იქნებოდა, დაკავებული თანამდებობებიდან რესპუბლიკური პარტიის მინისტრები გადამდარიყვნენ.
„პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის პოსტს უნდა შელეოდა დავით უსუფაშვილიც. საქმეც ისაა, რომ უსუფაშვილ-ხიდაშელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და გაყალბების გარეშე არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. ხიდაშელს, როგორც არჩევნების გაყალბების სტაჟიან სპეციალისტს, შეიარაღებული ძალების მრავალათასიანი საარჩევნო ხმების მითვისების იმედი აქვს. ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება!" - აცხადებს მამალაძე.