logo_geo
eng_logo
ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
- +

22 დეკემბერი. 2017. 15:50



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ მექვენაზე და სოფელ ორხვზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.


კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner