ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5342 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5266 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0076 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0030 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0006 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.