ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეოცე საუკუნე მთავრდებოდა, 31 დეკემბერს კაკო მოვიდა სახლში და გვითხრა - ჩქარა, ვაკო გააღვიძე, რუსთაველზე ფეიერვერკი იქნება, ნაძვის ხე დაუდგამთ და 2000 წელს იქ შევხვდეთ, მაგარი სანახაობა იქნებაო.(ეს პირველი სახალხო ნაძვის ხე იყო დედაქალაქში) წავედით, პატარა ანოც გამოვაყვანინეთ გოჩას და მაკას, ნაძვის ხეზე რამდენიმე შეფუთული ყუთი კონწიალობდა, 12 საათზე რამდენიმეჯერ დააბათქუნეს მაშხალები, ცა აქა-იქ გასერა პიროტექნიკამ, „საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, საფრანგეთიდან“ - აზუსტებდნენ კმაყოფილი თბილისელები...
დღეს ვაკო და ანო 19-20 წლისანი არიან და თბილისში სულ სხვა, მართლაც ზღაპრული სანახაობაა... ასე ვიზრდებით თბილისთან ერთად, ბედნიერი წელიწადი მოსულიყოს ამ ქვეყანაში!
პ.ს. რა ხდება თბილისში 2018 წლის შესახვედრად, წაბრძანდით და თვითონ ნახეთ...“ - წერს კვაჭანტირაძე.