ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" „გორგოშაძის საქმესთან" დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი აზრით, სახეზეა დანაშაული და დოკუმენტის ხელმომწერი პირი აუცილებლად დასაკავებელია.
„ნებისმიერ სამართლებრივ ქვეყანაში ამ დოკუმენტის შემქმნელ ადამიანს დააპატიმრებდნენ. „გორგია", როგორც ბიზნესი, მთლიანად ნაციონალური ფესვებიდან იღებს სათავეებს და „გორგიას" მეპატრონის ფიცი, თითქოსდა ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლამდე ეს ბიზნესი ყვაოდა, არის მტკნარი სიცრუე. „გორგიას" მეპატრონე ხელისუფლებების ცვლილებების ფონზე ახერხებს, ყველასთან კარგად იყოს და ეს ერთი შეხედვით, არცაა პრობლემა, რადგან ბიზნესი, სწორედაც რომ ქვეყნის სასარგებლოდ უნდა მოქმედებდეს, რისთვისაც ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი აუცილებელია. თუმცა, „გორგიას" მეპატრონე ასე სულაც არ ფიქრობს... მან მოახერხა და გიგი უგულავას მიერ ერთხელ უკვე „ნაკურთხი" საქმე მეორედ ნარმანიას „აკურთხებინა", ერთი და იგივე „საწარმო" ორჯერ გახსნა და ერთი ქალაქის ორ მერთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში მოიწონა თავი. გორგოშაძე დღემდე ახერხებს და აფინანსებს იმ ხელისუფლების ნარჩენებს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უთხრა - არა! ის აფინანსებს მწამებლების პარტიას! ძალიან მაინტერესებს, „გორგიას" მეპატრონე „პერედაჩებს" თუ უგზავნის პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გორგოშაძე კარგად ყოფილიყო?! თუმცა, ალბათ, ახლა სხვაგვარად „უბერავს" - ღიად ხელისუფლებასთან მეგობრობს, ფარულად კი თავის ამშენებელ-ამყვავებლებს აფინანსებს!!! ვიმეორებ: ამ დოკუმენტის მიხედვით სახეზეა დანაშაული და დოკუმენტზე ხელმომწერი პირი, თუ მესამე პირი არა, აუცილებლად დასაკავებელია!" - ამბობს დარეჯან მეფარიშვილი.