logo_geo
eng_logo
გიორგი ფარეშიშვილი: ყოველთვის ყველა სამსახურში წავიღებ და ვანახებ რა მაგარ გუნდთან ვმუშაობდი!
- +

22 დეკემბერი. 2017. 22:45



საინფორმაციო ცენტრის „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ" დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოკლედ კი მინდა ვთქვა რადგან გამიჭირდება ჩავატიო სათქმელი რაც უნდა ბევრი ვწერო...

და დადგა დღე როდესაც უნდა დავემშვიდობო საოცრად მაგარ სამსახურს, საქმეს რასაც შენი ქვეყნის უალტერნატივო მომავლის გზის გაძლიერება და განმტკიცება ჰქვია. ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება სამსახურებრივად ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. მადლობა საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონ დავით ბაქრაძეს, რომლის სახელმწიფო მინისტრობის ყოფნის პერიოდში მომიწია აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება, ამ ადამიანმა დამიბრუნა რწმენა საჯარო მოხელეების მიმართ, როგორი უნდა იყო ადამიანი და ემსახურო შენს ქვეყანას! ჩემს მეგობარს ქეთევან ჩაჩავას საინფორმაციო ცენტრის იმჟამინდელ ხელმძღვანელს, რომ მანდო ასეთი საპასუხისმგებლო საქმე, რომლის დროსაც არაერთი ისტორიული პროექტი განხორციელდა, მადლობა ბატონ ელჩს გიგი გიორგაძეს რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით მედგა გვერდში, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მინისტრს, ამჟამად ელჩს ბატონ ვიქტორ დოლიძეს მის მოადგილეებს და სახელმწიფო მინისტრის აპარატს Office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration, ყველა მის თანამშრომელს, რომლებთან ურთიერთობა და მუშაობა ძალიან საპატიო და სასიამოვნო იყო. ამ ერთიანმა დიდმა გუნდმა ფასდაუდებელი შრომა გასწია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. დიდი იმედი მაქვს ღირსეულად დააფასებენ მათ ღვაწლს. მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, მათ თანამშრომლებს რომლებთან ერთადაც გვიწევდა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეების განხორციელება, მადლობა არასამთავრობო სექტორს, მედია საშუალებებს, ჟურნალისტებს, ძალიან მაგარ პროფესიონალებს რომელთა გარეშეც ვერ გვექნებოდა ვერანაირი წარმატება ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მადლობა ყველა სკოლასა თუ უნივერსიტეტს სადაც მომიწია მისვლა და შეხვედრა, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს - რომლებთან დისკუსიები და საუბრები ძალიან გვეხმარებოდა მუშაობის სწორად განხორციელებაში, მადლობა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს არაერთი საინტერესო შეხვედრისათვის, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ღიაობისა და თანამშრომლობისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობებს რომელთა ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი საინფორმაციო ცენტრის ყოველდღიურ მუშაობაში... ბევრი მადლობა ვთქვი და მართლა ყველას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისა და მხარდაჭერისთვის!

და ბოლოს მადლობა ჩვენი საინფორმაციო ცენტრის ამჟამინდელ დირექტორს, ჩემს მეგობარს ნინო ბოლქვაძეს; ყველგან და ყოველთვის ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რადგან ამ ადამიანთან მომიწია მუშაობა და მიხარია ამ სამსახურმა ასეთი მეგობარი რომ შემძინა. მადლობა ჩემს ყველა თანამშრომელს, ვინც მუშაობდნენ და მუშაობენ საინფორმაციო ცენტრში, მადლობა და ბოდიში თუ რამე გაწყენინეთ და ვერ შევძელი ისე როგორც უნდა გამეკეთებინა, ყოველთვის მინდოდა ყველაზე სანიმუშო და სამაგალითო ყოფილიყო ჩვენი ყველა პროექტი და ღონისძიება, თქვენ რომ ყველაზე ლამაზი და მაგარი პროფესიონალები ხართ ამას ჩემი თქმა აღარ სჭირდება მაგრამ მაინც ასე საჯაროდაც უნდა ვთქვა! ვამაყობ თქვენთან გატარებული ყოველი დღით და იმ უმაგრესი პროექტებით რაც გავაკეთეთ. მჯერა არასოდეს გაჩერდებით და უფრო და უფრო წინ წახვალთ, ეს ხომ თქვენი განსაკუთრებული თვისებაა! არ მეყოფა სიტყვები გადმოვცე ის მადლიერება, რაც თქვენმა სიტყვებმა და სამახსოვრო საჩუქრებმა გამოიწვია ჩემს გულში... ყოველთვის ყველა სამსახურში წავიღებ და ვანახებ რა მაგარ გუნდთან ვმუშაობდი! წინ არაერთი გამოწვევა გველის და მჯერა როგორც ყოველთვის, ამასაც ღირსეულად გავუძლებთ!

და ეს არ უნდა დამავიწყდეს მადლობა ჩვენი ცენტრის დაცვის განუმეორებელ თანამშრომელს, მსოფლიოში ყველაზე კეთილ ადამიანს ბესო როსტოშვილი - ეს კაცი არის საგანძური!

ვრჩები ხაზზე და მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას მთელი სიყვარულით და გულწრფელობით! დანარჩენი მოგვიანებით" - წერს გიორგი ფარეშიშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner