logo_geo
eng_logo
აშშ-მა კრიმინალური ავტორიტეტი ზაქრო კალაშოვი „შავ სიაში“ შეიყვანა
- +

22 დეკემბერი. 2017. 23:54



აშშ-ის „შავ სიაში"ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან 10 კრიმინალური ავტორიტეტი მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა ზაქრო კალაშოვს, ლაშა შაშუნაშვილსა და „ტაივანჩიკის" ზედმეტსახელით ცნობილ ალიმჟან ტოხტახუნოვს.


„შავ სიაში" ასევე მოხვდნენ იური პიჩუგინი, რუბენ ტატულიანი, ვლადიმერ ტიურინი, ვასილი ქრისტოფოროვი, კამჩიბეკ კოლბაევი, ვლადისლავ ლეონტიევი, და გაფურ რახიმოვი.


სანქციები აშშ-ში არსებული აქტივების გაყინვასა და სავიზო სანქციებს ითვალისწინებს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner