logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეას გაერო-ს უშიშროების საბჭომ ახალი სანქციები დაუწესა
- +

23 დეკემბერი. 2017. 01:13



გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა. საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. ფხენიანს სანქციები ბალისტიკური და სარაკეტო წვრთნების გამო დაუწესდა. რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების ექსპორტის 90%-ის აკრძალვას ისახავს მიზნად.


ფხენიანისთვის რაფინირებული ნავთობპროდუქტების ექსპორტის რაოდენობა წლიურად 500 ათასი ბარელით განისაზღვრა, ნედლი ნავთობის კი, წლიური 4 მილიონი ბარელით. რეზოლუციის კანონპროექტი აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის მიერ 29 ნოემბერს ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ წარადგინა.


ფხენიანმა მაშინ თქვა, რომ ახალი ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Hwasong 15-ის გამოცდა ჩაატარა, რომელსაც აშშ-ის ცენტრალურ ნაწილამდე მიღწევა შეუძლია.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner