logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სიჭრელე სრულიად ბუნებრივი პროცესია, რაც ძალიან მომწონს და მიხარია
- +

23 დეკემბერი. 2017. 01:30


 

„ქართულ ოცნებაში" აზრთა სიჭრელე სრულიად ბუნებრივი პროცესია, რაც ძალიან მომწონს და მიხარია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში" განაცხადა.


„ზოგადად, აზრთა სიჭრელე დიდ პარტიებს ახასიათებთ. ეს სიახლე არ არის. სიახლე ისაა, რომ წინა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს მონოლითური მმართველობა, სადაც ადამიანები განსხვავებულ მოსაზრებებს არ გამოხატავენ. აზრთა სიჭრელე იქაც იყო, მაგრამ „მესიჯბოქსიდან" გასვლა აკრძალული იყო და ისჯებოდა. ამ კუთხით ჩვენ ნამდვილად დიდი პროგრესი გვაქვს. ბუნებრივია, რომ ამდენ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული მოსაზრება აქვს და ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ასე არ იყოს.

 

ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკას რომ გადავხედოთ, მაგალითად, აშშ-ისას, ვნახავთ, რომ პოლიტიკოსები ორ პარტიაში არიან განაწილებული მაგრამ შესაძლოა, ერთ საკითხზე ასმა კაცმა ასი განსხვავებული პოზიცია თქვას. ეს დემოკრატიული, ან რესპუბლიკური პარტიის პრობლემად სულაც არ ითვლება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner