logo_geo
eng_logo
თელავში საახალწლო განათებები აინთო
- +

23 დეკემბერი. 2017. 04:00


 

„თელავის მერია ახალი წლის შესახვედრად მზად არის, რისთვისაც 33 ათას 500 ლარი დაიხარჯება",- ამის შესახებ imedinews-ს თელავის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო განათება უკვე დამონტაჟდა. დაიდგა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხეც. გარდა ამისა, განათებულია ერეკლე მეორის გამზირი.

 

„წელს დამატებითი განათებები არ შეგვიძენია და იგივე განათება დავტოვეთ. 2018 წლის შესახვედრად საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 33 ათას 500 ლარია გამოყოფილი. 31 დეკემბერს , საღამოს, სავარაუდოდ 22:00 საათზე გაიმართება გალა კონცერტი, რომელსაც ფოერვერკით დაასრულებს", - განახადა თელავის მერმა.

 

 


 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner