logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისთვის...
- +

23 დეკემბერი. 2017. 09:59



2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პარლამენტის წინაშე წარდგენისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს სავალუტო პოლიტიკაზე ისაუბრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს გაცვლით კურსს განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმები.


„საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტ¬უნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისათვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იგი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას.

 

ეს გულისხმობს, რომ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და, შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ხასიათდება მერყეობებით. მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების მშთანმთქავ ფუნქციასაც, რაც ხელს უწყობს სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში. 2008-2009 წლის კრიზისმაც აჩვენა, რომ მოქნილი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნების ეკონომიკებმა უფრო ნაკლები სიმწვავით განიცადეს პროცესია და ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გაჯანსაღების პროცესიც უფრო სწრაფად წარიმართა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner