logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ფრაქციის სულ სხვა გაგება არსებობდა და საკონსტიტუციო ცვლილებებით სრულიად სხვა გაგებას ვამკვიდრებთ
- +

23 დეკემბერი. 2017. 10:04


 

„პარტიას პარლამენტში ფრაქცია ჰქვია, ამ ლოგიკით არც „ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონდეს ექვსი ფრაქცია და არც „ევროპულ საქართველოს" სამი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში" განაცხადა.


„აქამდე ფრაქციის სულ სხვა გაგება არსებობდა და საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ სრულიად სხვა გაგებას ვამკვიდრებთ. ფრაქციების აღქმა, რომელიც მათ შორის, ამ პარლამენტშია დამკვიდრებული არასწორია. ფრაქციის არსია, პოლიტიკურ ჯგუფს, ძალას წარმოადგენდეს და არა პარტიის შიგნით 6-კაციან ჯგუფებს. საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ძალაში მომავალი წლიდან შედის, ერთი პოლიტიკური ძალის მიერ შეიძლება, მხოლოდ ერთი ფრაქცია შეიქმნას.

 

უმრავლესობის პოლიტიკურ ჯგუფში 115 წევრია წარმოდგენილი, საიდანაც 86 ადამიანი ძირითად, „ქართული ოცნების" ფრაქციაშია. მიუხედავად ასეთი დიდი წარმომადგენლობისა, სამწუხაროდ, წმინდა ადმინისტრირების, მართვის, დისციპლინის კუთხით პარლამენტს პრობლემა აქვს, ეს არის სხდომებზე დაგვიანება და ა.შ.", - განაცხადა ჩუგოშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner