„ჩაწყობილი თამაშების" საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს. დაკავებულების ადვოკატები, ე.წ. მოდულის შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღაირებს. გამოძიება დაკავებულებს, თანხის სანაცვლოდ სუპერლიგის გარკვეული მატჩების გარიგების ორგანიზებას ედავება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.