აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლის ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვითი საშუალებები გადასცეს.
„აშშ-მა გადაწყვეტილება მიიღო უკრაინას მიაწოდოს თავდაცვითი საშუალებები. ამის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას შევუწყოთ ხელი, რათა დაცული იყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და შემდგომი აგრესიის შეკავება მოხდეს.
აშშ-ის სამხედრო დახმარებას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, მას აქვს უფლება თავი დაიცვას", - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.