logo_geo
eng_logo
აშშ-მა უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
- +

23 დეკემბერი. 2017. 15:14



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლის ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვითი საშუალებები გადასცეს.


„აშშ-მა გადაწყვეტილება მიიღო უკრაინას მიაწოდოს თავდაცვითი საშუალებები. ამის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას შევუწყოთ ხელი, რათა დაცული იყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და შემდგომი აგრესიის შეკავება მოხდეს.

აშშ-ის სამხედრო დახმარებას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, მას აქვს უფლება თავი დაიცვას", - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner