logo_geo
eng_logo
ბოხო გაბესკირია: გურამ გაბესკირიას ძალიან არ მოეწონებოდა, რომ ის ცალკე დაგვესაფლავებინა!...
- +

23 დეკემბერი. 2017. 17:38



სოხუმის ყოფილი მერის გურამ გაბესკირიას შვილი ბოხო გაბესკირია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბევრი მეკითხება, რატომ დაასაფლავეთ გურამ გაბესკირია საძმო საფლავში და არა, ეკლესიის ეზოში, გამორჩეულადო. მეგობრებო, მწამს, ეს თქვენი შეკითხვა, მამაჩემისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად გებადებათ, რისთვისაც ჩვენი ოჯახი თქვენი მადლიერია. მაგრამ, შევხედოთ საკითხს სხვა კუთხიდან! დავდგეთ ადამიანურ ამბიციაზე მაღლა! გურამ გაბესკირიას ძალიან არ მოეწონებოდა, რომ ის ცალკე დაგვესაფლავებინა, სადღაც გამორჩეულ ადგილას, პანთეონში ან ეკლესიაში. ლოგიკურია, რომ საკუთარი თანამებრძოლების გვერდით განისვენებს! ისინი მეოთხედი საუკუნე ერთად იყვნენ მიწაში, ისევე ერთად როგორც იბრძოდნენ, ასევე საერთო მიზნისათვის! ამიტომ, ჩვენ სხვა ადგილს არც კი განვიხილავთ. ბედნიერი ვარ, რომ მამა ახლოს მყავს და იმ ადამიანების გვერდზე მეგულება, რომელთა გვერდზედაც შეხვდა სამშობლოსათვის ნეტარ სიკვდილს. ქრისტიანული თავმდაბლობით გიხდით ბოდიშს", - წერს გაბესკირია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner