„მინდა საჯარო ბოდიში მოვუხადო დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს, რომელიც შეცდომის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ინტერვიუ რომელშიც ის პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ჩხუბს აფასებს და პარალელს ავლებს ზიდანთან, არის ჩემ მიერ საახალწლო ეთერისთვის ჩაწერილი ხუმრობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ამბის გარკვევამდე ქალბატონი ენძელა უსამართლოდ გახდა კრიტიკის ობიექტი. დაელოდეთ საახალწლო კურიერს!" - წერს თეონა ცხომელიძე.