ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში გულიკო მწარიაშვილის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როდესაც ეს ფოტო ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე ვნახე, ძალიან გამიხარდა, თუმცა ჩემი ფოტო აპარატის ობიექტივშიც არაერთხელ მოხვედრილა გულიკო მწარიაშვილი... მიუხედავად იმისა, რომ პირადი, ოჯახური ტრაგედიებისგან იყო შავად შესუდრული, ეროვნული მოძრაობის არცერთ აქციას და მიტინგის არ გამოკლებია... 9 აპრილით ცხოვრობდა, იმ ტრაგიკულ ღამეს გულიკო და თამარ ჭოველიძე გვერდიგვერდ იდგნენ... ხშირად დადიოდა მიტინგებზე 9 აპრილს დაღუპულთა სურათებით... სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ეროვნულ მოძრაობას. მერე კი, თავის მშობლიურ სოფელში გაემგზავრა და ისე წავიდა ამ სოფლიდან, უპრეტენზიოდ, არავინ შეუწუხებია... გულიკო მწარიაშვილი ღირსეული მამულიშვილი გახლდათ, თავისი ქვეყნის და ბოლომდე მოიხადა მოვალეობა სამშობლოს წინაშე!
განუსვენოს იქ სადაც, მართალნი განისვენებენ!" - წერს ირაკლი შონია.