logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მორიგი სიცრუე ეკა წამალაშვილისგან!
- +

23 დეკემბერი. 2017. 18:50



„sos sos sos მორიგი სიცრუე ეკა წამალაშვილისგან!" - წერს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„იბერიას" სკანდალის შემდეგ, ეკატერინე წამალაშვილს საზოგადოება ისევ შეცდომაში შეჰყავს. დღეს იგი ღიად და ურცხვად ამტკიცებს, რომ არანაირი შეხება არ ჰქონია „მოდელირებულ ქრონიკასთან"... გთავაზობთ აუდიო ჩანაწერს, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ გეგმავდა და ამზადებდა ზემოთხსენებული ქალბატონი იმ მარაზმს, რაც მაყურებელმა იხილა და რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

ფაქტი უტყუარია და მტკიცებულება ყველასათვის ხელმისაწვდომი.

 

წამალაშვილის განცხადებ,ა თითქოს ხათუნა ხოფერია მას ფიზიკურად გაუსწორდა მტკნარი სიცრუეა, თუმცა „მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელისგან გასაკვირი არაფერია.

 

სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს, ხათუნა ხოფერიას მისამართით ტალახის სროლა „კოჰაბიტაცია" ვერ უშველის!" - წერს დავით ოქიტაშვილი.


 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner