logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ეს არის იმ საუბრის ჩანაწერი, სადაც იგეგმება ავბედითი „მოდელირებული ქრონიკა“
- +

23 დეკემბერი. 2017. 19:13


„ეს არის იმ საუბრის ჩანაწერი, სადაც იგეგმება ავბედითი „მოდელირებული ქრონიკა" - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია და შემდეგი სახის პოსტსა და ვიდეოს აქვეყნებს:

 

„ეკა წამალაშვილი გარკვევით მიუთითებს მე-13 მუხლს, რომლის დარღვევისთვისაც მას დაიჭერენ. დაიჭერენ, თუ წინასწარ არ გააფრთხილებენ მაყურებელს, რომ გადაცემაში მოყვანილი ფაქტები გამოგონილია. ასევე აღწერს, თუ როგორ მოხდება ქვეყანაში არეულობა, დაიწყება პანიკა, დაიღუპება ხალხი(!). მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალმა იცოდა რაც მოხდებოდა, ის მაინც დათანხმდა და „პირნათლად" შეასრულა დავალება! ჩანაწერის ბოლოს წამალაშვილი ამბობს - კი ბატონო, გავაკეთებ! ... და გააკეთა!!!

 

„მოდელირებული ქრონიკის" ეთერში გასვლას მოჰყვა 2 ადამიანის გარდაცვალება, ათობით ადამიანის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. (ინფარქტი, ინსულტი, ნაადრევი მშობიარობა)

 

საქართველოს პროკურატურა - ამ ჩანაწერში ეკა წამალაშვილი თავად ასახელებს მის მიერ ჩასადენი დანაშაულის შედეგს და მის სიმძიმეზე საუბრობს!

 

- დამიჭერენ,- ამბობს ის! ანუ გააზრებულად თანხმდება დამკვეთს!

 

ის არ დაუჭერიათ!

 

იქნებ, სწორედ ამ დაუსჯელობამ მისცა მას საფუძველი, ეფიქრა ახალ ავანტიურაზე და დანაშაულზე!

 

იქნებ ვცდები?... იქნებ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც მის ბრალს ამსუბუქებს?

მოვითხოვ პასუხს!" - წერს ხათუნა ხოფერია.


 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner