ლონდონის ზოოპარკში მომხდარი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.
ლონდონის ზოოპარკში ხანძარი დღეს გაჩნდა. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას დილიდან ცდილობდნენ. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად ზოოპარკის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიას და კაფეს გაუჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია.