„საგამოძიებო სამსახურმა ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის" გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „კონსტრაქტ ვიჟენისთვის" გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" პუნქტით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.