logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: საქართველოში შეშფოთების გარეშე ცხოვრება მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია...
- +

23 დეკემბერი. 2017. 23:06



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოში შეშფოთების გარეშე ცხოვრება მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია. ადამიანი დღეში ერთხელ მაინც უნდა შეშფოთდეს ვიღაცის საქციელით, რაღაც ამბით, მეზობლის ქცევით, მეგობრის იაღლიშით, სერიალში განვითარებული დრამით, ან თუ არაფერია ახალი, შეშფოთდეს სტანდარტულად ეროვნული ან ზოგადსაკაცობრიო საშფოთი თემებით და ამის მთავარი მიზეზი არის ადამიანების ქვეცნობიერი სურვილი _ გადაფარონ საკუთარი შფოთები და შიშები, მომავლის პერსპექტივის გაურკვევლობაზე ღელვა და მიმდინარე სტრესები. შესაძლოა, ამ მიზეზით აიხსნება ქართული საზოგადოების აგრესიულობა, ჭორიკნობა, აფერისტობა და მუდმივი უკმაყოფილება. აგრესიის მიზეზი რეალურად ხომ შიშია... შეშინებული ერი ვართ. სიზარმაცე, კონფორმიზმი, ფარისევლობა და უპასუხისმგებლობაც საკუთარი თავისადმი რწმენის დეფიციტითა და მომავლის შიშით უნდა აიხსნას. შიშის დაძლევა კი მხოლოდ შიშის გადალახვა და მოქმედებაა. და რახან სიმბოლიზმებისკენ მიდრეკილებიც ვართ, 2018 წელს ყველას გისურვებთ - არასდროს დანებდეთ, გქონდეთ მიზანი, საკუთარი თავის რწმენა და სულ წინსვლით აუცილებლად მიაღწევთ მიზნებს", - წერს უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner