logo_geo
eng_logo
საქართველო მომდევნო ხუთ წელიწადში გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება - სტივ ნიკანდროსი
- +

15 თებერვალი. 2016. 17:33


ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერას" აღმასრულებელი დირექტორის სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველო მომდევნო ხუთ წელიწადში გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება. „ფრონტერას" აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადება ატლანტიკის საბჭოს შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ენერგოსტრატეგიის თემას მიეძღვნა.

 

„ეს ხელს უწყობს დამატებით დივერსიფიკაციას. ის რეგიონში ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარანტიას უზრუნველყოფს, რათა მოხდეს არა მხოლოდ თურქეთის ბაზრის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების მომარაგებაც. მტკვრის აუზი გეოლოგიური პროვინციაა, რომელიც დიდი ხანია ცნობილია ჰიდროკარბონის სიმდიდრით. ჩვენ ვხედავთ ინვესტიციების გამოცოცხლებას მტკვრის ქვედა ნაწილში, აზერბაიჯანში და ზედა ნაწილში, აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოდან უკრაინაში გაზის ექსპორტის პროექტზეც.

 

როგორ უნდა დაიცვა იგი აგრესიის შემთხვევაში, როგორიც ჩვენ ვნახეთ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ბომბები იმ ობიექტებთან ახლოს ჩამოვარდა, რომელსაც ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში ვამუშავებთ. ეს საკითხი გაფიქრებს, როგორც უცხოელ ინვესტორს", - განაცხადა ნიკანდროსმა.


ცნობისთვის, ამერიკულმა ენერგოკომპანია „ფრონტერამ" განაცხადა, რომ კახეთის რეგიონში 5 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგი აღმოაჩინა. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საჭიროა დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner