logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: ილია მეორე 40 წლის განმავლობაში მიუძღვის ჩვენს ერს აღთქმული ქვეყნისკენ
- +

24 დეკემბერი. 2017. 13:42


 

„ხვალ არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის - არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.


„დღეს კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერისა ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას", - განაცხადა მეუფე შიომ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner