logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: სააკაშვილი, ალასანია და ოქრუაშვილი უნდა გასამართლდნენ!
- +

21 აპრილი. 2016. 19:59


 

„სააკაშვილი, ალასანია და ოქრუაშვილი არიან საქართველოს მოღალატეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასამართლდნენ!" - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას. კვიციანი კოდორის ხეობის დაკარგვაში ირაკლი ალასანიას ადანაშაულებს.



„2004 წელს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე, რუსეთის დავალებით გააუქმა პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთში, დღის წესრიგში დადგა კოდორის ხეობის დამცველთა რაზმის „მონადირის" ლიკვიდაციაც!

 

მაშინ შევხვდი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნულ ირაკლი ალასანიას და ვკითხე, კი მაგრამ, ამ „მონადირეს" რომ აუქმებთ, კოდორს როგორღა დაიცავთ-მეთქი? იცით, რა მიპასუხა?! კოდორის ხეობაზე პასუხისმგებლობას პირადად მე ვკისრულობო! არ მოვეშვი და ვკითხე, სხვა თანამდებობაზე რომ გადაგიყვანონ, მაშინ რა მოხდება-მეთქი?! სადაც უნდა ვიყო, კოდორის ხეობაზე პასუხისმგებლობას მე ვკისრულობო!

 

ალასანიამ არც დამიმალა - კოდორში ჯარის შეყვანას ვაპირებთ და იქ ჩიტიც ვერ შემოფრინდებაო! გამეცინა, რუსებსაც ხომ ეგ უნდათ, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება დავარღვიოთ და იქ საჯარისო ფორმირებები შევიყვანოთ, ამით ხომ რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნით-მეთქი!

 

მაგრამ ირაკლი ალასანიამ გააკეთა ის, რაც რუსეთიდან ჰქონდა დავალებული და კოდორიც დავკარგეთ! აი, თქვენი გაზეთის საშუალებით ვპირდები ირაკლი ალასანიას: შენ პასუხს აგებ კოდორის რუსეთისთვის გადაცემის გამო!" - ამბობს ემზარ კვიციანი.



აქვე კვიციანის განხადებით, რომ არა „მონადირის" მოღალატურად დაშლა, კოდორის ხეობა დღეს ისევ საქართველოს საკუთრება იქნებოდა.


„2006 წლის ივლისში, როცა კოდორის ხეობაში სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა კონსტიტუციის დარღვევით, ჯარები შეიყვანეს, პირველი, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა, იყო ის, რომ რუსებს კოდორის ხეობაში შესასვლელი ერთადერთი ხიდი გაურემონტა სოფელ ქვაბჩარასთან, რომელიც მე საგანგებოდ ავაფეთქე!

 

„მონადირე" მოღალატურად რომ არ დაეშალათ, კოდორის ხეობაში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა და ეს ძირძველი ქართული მიწა დღესაც ჩვენი იქნებოდა!

 

სააკაშვილი, ალასანია, ოქრუაშვილი არიან საქართველოს მოღალატეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასამართლდნენ!" - ამბობს კვიციანი.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner