logo_geo
eng_logo
ნიგერიაში საქორწილო კორტეჟი ავტოავარიაში მოყვა - დაიღუპა 11 ადამიანი და პატარძალი
- +

24 დეკემბერი. 2017. 22:03



გამოცემა  xinhuanet-ი  ნიგერიაში მომხდარი ავტოავარიის შესახებ,  სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კონკრეტულად ის რომ - ნიგერიის ქალაქ კანოში საქორწილო კორტეჟი ავტოავარიაში მოყვა - მძღოლმა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეასკდა. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პატარძალიც.


ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ახლადდაქროწინებულს პატარძლის მეგობარი გოგოები აცილებდნენ. მძღოლი ისეთი სიჩქარით მიდიოდა, რომ დაჯახებისას ავტომობილი ორ ნაწილად გაიყო, რის შედეგადაც 8 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.


გამოცემის ცნობით, დაშავებულია მძღოლი და კიდევ სამი გოგო, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner