logo_geo
eng_logo
უცხოური მედია მომღერალ პრინცის გარდაცვალების შესახებ იუწყება
- +

21 აპრილი. 2016. 22:01



„მომღერალი პრინცი როჯერ ნელსონი გარდაიცვალა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.


გავრცელებული ცნობით, 57 წლის მომღერალი მინესოტაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


CNN-ის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში პრინცმა განაცხადა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა და ერთ-ერთი კონცერტიც გააუქმა.


მომღერალმა მსოფლიოში პოპულარობა 1982 წელს გამოცემული ალბომით „1999" მოიპოვა. ის 7 გრემის მფლობელია. პრინცს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner