logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენი რეფორმები შეუძლებელია განხორციელდეს საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე
- +

24 დეკემბერი. 2017. 23:45


 

„შეუძლებელია, შევქმნათ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა, თუ პოლიციელს, სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ნდობა არ იქნება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, შსს-ს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ისე განახორციელოს თავისი საკვანძო ფუნქცია, რომ საზოგადოების ნდობა შეინარჩუნოს და აამაღლოს.


„ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოწვევები იყო საკმაოდ რთული და სერიოზული. თუმცა, მე არ მინდა კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრო. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის ჩვენი საკვანძო ფუნქცია. მეორე ძირითადი გამოწვევა გახლავთ შედეგი მივიღოთ ისე, რომ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ და უფრო მეტიც, ავამაღლოთ. ეს არის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან გვესმის, რომ ის რეფორმები და გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, შეუძლებელია განხორციელდეს საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. შეუძლებელია, შევქმნათ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა, თუ პოლიციელს, სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ნდობა არ იქნება. ეს არის ჩვენი ძირითადი გამოწვევა. ვფიქრობთ, ჩვენი გახსნილობა იქნება ამ მიზნის მიღწევის გარანტი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner