logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა
- +

25 დეკემბერი. 2017. 01:45



სამართალდამცველების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, „იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.


„ვფიქრობ, მოვიდა დრო, როდესაც ამ სტიგმიდან, სუბიექტურად, ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, ერთპიროვნულად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს - სწორი არ არის. უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მოტივი, რატომაც ვფიქრობთ, რომ სასამართლოს და პროკურატურას უნდა მივცეთ შესაძლებლობა დეტალურად განიხილოს ეს საკითხი.

 

იმ შემთხვევაში თუ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ფაქტი დადასტურდება, რა თქმა უნდა, ამას დეტალურად გამოიძიებს პროკურატურა და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს. თუმცა ბატონ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების ან თავის დაცვა - მიაყენა თუ არა მან შეურაცხყოფა პოლიციელს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პოეტი ზვიად რატიანი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა.


საქმე შეეხება რატიანის დაკავების პროცესში პოლიციელების მიერ მის ცემის სავარაუდო ფაქტს, რომლის შესახებაც თავად პოეტი აცხადებს.


შსს-მ მომხდარზე დღეს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველებს მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner