25 დეკემბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის" ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური ორკესტრის - „პარაორკესტრის" კონცერტი გაიმართება.
მუსიკალური ორკესტრი -„პარაორკესტრი", რომელიც ყველა კატეგორიის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აერთიანებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა" 2014 წელს დააფუძნა.