სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე გადაცემაში 2030 საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას აფასებს.
გორგილაძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იყო ორი ციტატა, რომელიც ისტორიაში შესვლის ღირსია.
„საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია, მაგრამ მთლიანად არის ევროპაში" „საქართველო ვერ გათავისუფლდება, თუ გაჭირვებული იქნება".- ვალერიან გორგილაძემ პრემიერის მიერ წარმოტქმული ორი ციტატაც გაიხსენა.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს ეხებოდა - ჩვენ ბევრი რამ გავიღეთ და გავაკეთეთ ამისთვის და ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა გორგილაძემ.