logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ვისოლის“ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

25 დეკემბერი. 2017. 11:04



შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე, კომპანია „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურში შეიჭრა, ოპერატორს დანის მუქარით 290 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.ბ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner