logo_geo
eng_logo
ვაჟა მარგველაშვილი ყაზანის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
- +

21 აპრილი. 2016. 22:26



ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოატესი იპონით დაამარცხა.


მანამდე მარგველაშვილმა ნახევარფინალში ბელარუსი დზმიტრი შერშანი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ხოლო მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო. ჩვენებურმა მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო. პირველ ორ შეხვედრაში კი მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.



რაც შეეხება ამირან პაპინაშვილს (60), ის ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იტალიელ ელიოს მანზისთან ორი გაფრთხილებით წააგო.


მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გამოვლენ, ხოლო საქართველოს სახელით ქალებში ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70) იასპარეზებს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner