logo_geo
eng_logo
„იმედია შევძლებთ რაღაც ახლის გაკეთებას„- „ნანუკას შოუ“ იხურება...
- +

21 აპრილი. 2016. 23:17


 

„1. მადლობა დღევანდელი რეიტინგისთვის.

2. მადლობა ყველა ოთხშაბათისთვის!

 

3. სექტემბრიდან ბევრ სიახლეს გპირდებით. იმედია ჩვენ შევძლებთ რაღაც ახლის და საინტერესოს გაკეთებას.

 

4. ერთადერთი რასაც წინასწარ გაგიმხელთ არის ის, რომ ბუნებრივია ჩვენ არ გავალთ ჩვენი სეგმენტიდან და არანაირი პოლიტიკა არ იქნება გადაცემაში.

 

ჩვენ გადაცემას ვაკეთებთ ყველაზე და ყველასთვის."- წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


როგორც ჟორჯოლიანმა განაცხადა „ნანუკს შოუ" ახალ სატელევიზიო ეთერში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება, აღარ გავა.


„სექტემბრიდან „ნანუკას შოუ" აღარ იქნება. საერთოდ სხვა გადაცემა იქნება, რადიკალურად განსხვავებული სტუდიით, რადიკალურად განსხვავებული ყველაფრით და წამყვანით. წამყვანი ისევ მე ვიქნები", - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner