logo_geo
eng_logo
ილია მეორე მრევლს: ეს 40 წელი იყო უმძიმესი - მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო
- +

25 დეკემბერი. 2017. 15:21

 

სრულიად-საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, ინტრონიზაციის 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგიისას ბრძანა, რომ ამ წლების გავლას ვერ მოახერხებდა, რომ არა მრევლისა და ხალხის სიყვარული. ამასთან უწმინდესმა მრევლს მისთვის ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. მე ყველას დიდ მადლობას ვუძღვნი. მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო, უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე. მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია", - ბრძანა ილია მეორემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner