logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: პრემიერი არ არის ის ადამიანი, რომელიც კითხვებზე პასუხს გაურბის!
- +

21 აპრილი. 2016. 23:57



„ოპონენტებს შეკითხვის დასმის საშუალება თბილისშიც აქვთ და პრემიერი არ არის ის ადამიანი, რომელიც კითხვებზე პასუხს გაურბის. პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებოდით, რომ იქნებოდა წინასწარ მომზადებული შეკითხვები. ჩვენმა ოპონენტებმა ბევრჯერ შესთავაზეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, პრემიერისთვის მზაკვრული შეკითხვები დაესვათ, მაგრამ მათგან უარი მიიღეს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეოსბის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა 2030-ში.


"ოპონენტების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პრემიერის გამოსვლა ზედმიწევნით რაციონალური, საინტერესო და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინტერესებს მორგებული იყო. მან ქვეყნის გამოწვევებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი აქცენტები გააკეთა, რომ  ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ ზოგად ფრაზებსა და თანადგომას, არამედ საქმიან, რეალურ სოლიდარობას და მხარდაჭერას ველით",- აღნიშნა კვაჭანტირაძემ.


უმრავლესობის ლიდერმა ასევე  განაცხადა, რომ პრემიერის გამოსვლის შემდეგ სერიოზული კრიტიკოსები მიდიოდნენ და კვირიკაშვილის გამოსვლით კმაყოფილებას არ მალავდნენ.


"მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი, პირდაპირ მოვიდა და გვითხრა - ძალიან კარგი პრემიერი გყოლიათ. ასევე, მოვიდა სომხეთის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და თქვა, რომ  ჩვენი პრემიერის გამოსვლით ამაყობს, რადგან მან ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა" - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner