სრულიად-საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, ინტრონიზაციის 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგიისას მისი პატრიარქობის 40 წელზე ისაუბრა და ბრძანა, რომ შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.
„კიდევ ერთხელ მადლობას გიძღვნით ყველას თქვენი სიყვარულისთვის, თქვენი ყურადღებისთვის. მე მახსენდება ერთი შემთხვევა - გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა, უწმინდესო, მე ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. გმადლობთ, გაიხარეთ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, განსაცდელი გამოვლილი გვაქვს. შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს", - ბრძანა ილია მეორემ.