logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან და იქცეოდა საეჭვოდ...
- +

25 დეკემბერი. 2017. 17:11



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „TV-პირველის" ეთერში ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, რატიანის შემოწმების საფუძველი პოლიციას ჰქონდა, ვინაიდან ის იყო ნასვამი და იქცეოდა საეჭვოდ. ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს აქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია რატიანის ქმედებები.

 

„ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. არსებობდა ბატონი ზვიად რატიანის შეჩერების საკმარისი საფუძვლები. ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვუთხარით, რომ გვაქვს ვიდეომასალა, რომელზეც დეტალურად არის აღწერილი, როგორ უწევს რატიანი პოლიციას წინააღმდეგობას. თუმცა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადგან პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, ეს რაიმე ფორმით ამართლებს პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. თუკი დადასტურდა გამოძიების ფარგლებში, რომ პოლიციელებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზვიად რატიანს, შსს-ს მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.


ამასთან, შს მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილონ და ითანამშრომლონ სამართალდამცველებთან, როდესაც ისინი მოქმედებენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.


„ვთხოვთ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, როდესაც პოლიციის თანამშრომელი მოქმედებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მათ ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები, რომ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილონ. სხვანაირად, ჩვენ იმ დიად მიზნებს, რომელსაც დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, რასაც პოლიციის სისტემის რეფორმირება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, რასაც დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია ჰქვია, ვერ მივაღწევთ. ჩვენ საზოგადოების წევრების თანამშრომლობის გარეშე, პოლიციასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირებისა და ნდობის აღდგენის გარეშე, ამ ფუნქციას ჩვენ ვერ შევასრულებთ", - დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner