საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტიდან წავიდა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პროექტის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი თანამდებობაზე რჩება, ბერიკაშვილს კი სხვა მოადგილე შეცვლის.
ხვალ გახდება ცნობილი, ვინ შეცვლის მანანა ბერიკაშვილს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტში.
„შემჭიდროვებული დრო რჩება, ამიტომ ახლა პროექტი უფრო მეტად საქმიან რეჟიმზე გადადის. ფუნქციებთან დაკავშირებით, სამინისტრო შეჯერებულ პოზიციასა და გადაწყვეტილებებს ხვალ გაახმოვანებს. ჩვენ კი ყველა რგოლმა ძალიან აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ", - განაცხადა მედეა მეტრეველმა.
გასულ კვირას, მწერლებთნ და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.
მოგვიანებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილის გადაწყვეტილება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელი პროექტიდან გასვლასთან დაკავშირებით, ემოციურ ფონზე იყო მიღებული.