კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხვალ დაასახელებს, მისი რომელი მოადგილე უხელმძღვანელებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს.
მისივე თქმით, მედეა მეტრეველი რჩება პროექტში და მითქმა-მოთქმა უნდა დასრულდეს.
„როგორც მე ვამბობდი, ისე იქნება. წიგნის ეროვნული ცენტრი არ ჩამოშორდება პროექტს, პირიქით, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. შეიქმნება ფართო მასშტაბიანი საზოგადოებრივი საბჭო და ყველამ
აქტიურად უნდა ვიმუშაოთ", - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა.