„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ბესო დანელია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ჩვენ იმის გამო უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანაში წერტილი დაესვას პოლიტიკურ დევნასო-" განაცხადა დავით ბაქრაძემ!
ვზივარ და ვუსმენ 36 წლის ასაკში ნახევრად ინვალიდი, რომელიც „ნაცებმა" მხოლოდ იმის გამო „დამაჯილდოვეს" ხერხემლის მალების და კოჭის ძვლების მოტეხვით, რომ პოლიტიკურად განსხვავებული მრწამსი და ხედვა გამაჩნდა, რომელიც მათ ავტორიტარიზმთან და დიქტატურასთან თანხვედრაში არ მოდიოდა.
ჩემი ჯანმრთელობა რა მოსატანია, ვიცი ბესიკ ტაბატაძე ცალი თვალით უყურებს ცხოვრებას 26 მაისის შემდეგ და ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი და თანამოაზრე საერთოდ ვეღარაფერს ვერ ხედავს რადგან მიწაში დევს ნაცების „მეცადინეობით".
ყველას მოგიწოდებთ და უმორჩილესად გთხოვთ ყველამ გაითვალისწინეთ და არ დაივიწყოთ ის წლები და არავინ აღარ შემოხაზოთ 5 ნომერი საარჩევნო ბიულეტენში! დროა დავამთავროთ „ნაც-მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ!!!
არა კოაბიტაციას, არა ნაცმოძრაობას, არა ავტორიტარიზმს!!!"- აღნიშნავს დანელია.
„ისინი მოდიან არა შურისძიების ახალი ტალღის გასახსნელად, არამედ ბოღმის დასასრულებლად"- განაცხადა დავით ბაქრაძემ „დემოკრატიული მოძრაობის" შესახებ საუბრისას.