logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ერთად ვაკეთოთ საქვეყნო საქმე
- +

26 დეკემბერი. 2017. 02:08



უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საიუბილეო ვახშამზე ოპოზიცია და მთავრობა დალოცა.


უწმინდესმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ურთიერთ პატივისცემისკენ მოუწოდა და საერთო, კეთილის საქმის კეთება ურჩია.


 

„ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს მთავრობის გაკეთებული, ოპოზიციამ უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას რაც გამორჩა კეთილი და სასარგებლო ერისა და ქვეყნისათვის, ის შეახსენოს. მას უნდა ჰქონდეს პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა სცემდეს პატივს ოპოზიციას.

 

 

მომისმენია ერთ-ერთი ქვეყნის პარალამენტის თავმჯდომარის სიტყვები, - მე არ მყავს ოპოზიციაო, მაშ როგორ ხართ-მეთქი და ყველა ვაკეთებთ საქმესო. გთხოვთ, როგორც თქვენი პატრიარქი ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის და ხალხისთვის. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება პარლამენტი და ოპოზიცია ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა.



25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner