ადამიანები ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ აისახება ეს გადაწყვეტილებები მომავალზე და შესაძლოა სანანებელიც გაუხდეთ.
10. აუცილებლად ინანებთ იმ დაკარგულ დროს, რომელიც ტელევიზორის, დაუსრულებელი სერიალებისა და გადაცემების ყურებაში გაატარეთ.
9. ინანებთ, რომ მთელი ცხოვრება ჩქარობდით და მოუსვენრობაში გაატარეთ, სამყაროს რეალური სილამაზით ტკბობა კი ვერ მოახერხეთ.
8. ინანებთ, რომ ნაკლებად ირწმუნეთ საკუთარი თავის და არ იბრძოლეთ მეტი წინსვლისთვის.
7. ინანებთ, რომ ზედმეტად დაძაბული, სერიოზულები იყავით და საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ემორჩილებოდით.
6. ინანებთ, რომ ძალიან მალე გაიზარდეთ და თავს უფლებას არ აძლევდით, თუნდაც 40 წლის ასაკში ხანდახან ბავშვივით მოქცეულიყავით.
5. ინანებთ, რომ ზედმეტად ბუტია, ბრაზიანი, შურისმაძიებელი და ეჭვიანი იყავით.
4. ინანებთ, რომ ნაკლები დრო დაუთმეთ ოჯახს, მშობლებს, შვილებს, ნათესავებს. ხშირად უწყრებოდით მათ. იშვიათად ესიყვარულებოდით და არ ეუბნებოდით, თუ რამდენად ძვირფასები არიან ისინი შენთვის.
3. ინანებთ, თუ არ ისწრაფვით წარმატებისკენ და დაივიწყებთ ბავშვობის ოცნებებს.
2.ინანებთ, რომ ნაკლებად მოგზაურობდით და ვერ მოახერხეთ ამ სამყაროს შეცნობა.
1.ინანებთ, რომ ზედმეტად გაუბედავი იყავით.
წყარო: kompaniebi.ge