logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: კარგი ამბავი უნდა გამცნოთ...
- +

26 დეკემბერი. 2017. 02:25



საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის  „კვირას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„კარგი ამბავი უნდა გამცნოთ. ვიცი, გაგიხარდებათ. „კვირაში" სიახლეებია. ძალიან მალე, იანვრიდან ახალ, უკვე ჩვენს საკუთარ ოფისში გადავდივართ. 2018 წლიდან წერეთელის გამზირზე, გამოფენის მოპირდაპირედ დავსახლდებით. რემონტდება ჩვენი ახალი სახლი - ასე, რომ ახალ წელს სიახლეებით ვხვდებით...

გპირდებით, ჩვენი სახლი ისევ ისეთი სტუმართმოყვარე და თბილი იქნება, როგორიც სულ იყო და „კვირას" გულშემატკივრებს თავის წილ სიყვარულს მუდამ გაუზიარებს.

დიდი მადლობა თქვენ ნდობისთვის, თანადგომისთვის, გულისხმიერებისთვის.

მიყვარხართ თქვენ და ახალი წელი",  - წერს ხოსიტაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner