logo_geo
eng_logo
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს
- +

26 დეკემბერი. 2017. 11:19



პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50- ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა. შედეგად, სამი ადგილობრივი დააკავეს.


წინასწარი ინფორმაციით, ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ინტერპრესნიუსს" უდასტურებს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.


ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner