დახურულ სასამართლო პროცესზე, სადაც ოთარ აბესაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, აბესაძე შეუძლოდ გახდა.
აბესაძის ცუდად გახდომას დარბაზთან შეკრებილი მისი ახლობლების მძაფრი რეაქციები მოჰყვა. ისინი აბესაძისთვის სასწრაფოს და ექიმის გამოძახებას ითხოვდნენ. ამ დროისთვის, როგორც ცნობილია, გამოძახებულია სასწრაფო, რათა აბესაძეს დახმარება აღმოუჩინონ.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ცუდად გახდომის მიზეზი უცნობია, ვინაიდან სასამართლო პროცესი დახურულია. ამ დროისთვის მხარეები აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაზე მსჯელობენ.