logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ორი თვის წინ ციხეში შევხვდი... ახალგაზრდა ადამიანი ვერ ვიცანი...
- +

26 დეკემბერი. 2017. 14:35



ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„პოსტფაქტუმ ვამბობ, რომ შეიძლებოდა და მეტიც-საფუძველიც არსებობდა, რომ არ დაეტოვებინათ საპატიმროში. არც იმის სიამოვნებას მოგანიჭებთ ჩასაფრებულებს, რომ გაძახებინოთ: რატომ უნდა იყოს აბესაძე გარეთ, რადგან ასეთი სამეგობრო ჰყავსო?! - არა ბატონებო, მყარი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ ის პატიმრობაში არ დარჩენილიყო. უკიდურესად მძიმეა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

 

ორი თვის წინ, ციხეში შევხვდი. ახალგაზრდა ადამიანი ვერ ვიცანი, ძალიან შეშფოთებული დავრჩი მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობით. მეტის თქმის უფლებას, ჩემს თავს ვერ მივცემ...

 

P.S. ჰო, მეგობრობაზე გამახსენდა.

 

ერთი ახალგაზრდა მაღალჩინოსანი, მის უახლოეს ძმაკაცად რომ თვლიდა თავს, დღეს ციხეში მყოფი ოთარის ზარს არ პასუხობს, ან თუ იღებს ტელეფონს, მაშინ ხმას არ იღებს.

 

P.P.S. პროკურატურის ზეპრინციპულობა, გასაკვირია ნამდვილად..." - წერს ოთარ ჩრდილელი.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner